სოზარ სუბარი - ოპოზიციაში ნინო ბურჯანაძის და გიგა ბოკერიას ჭკუაზე თუ ივლიან, კარგი დღე არ დაადგებათ
სოზარ სუბარი - ოპოზიციაში ნინო ბურჯანაძის და გიგა ბოკერიას ჭკუაზე თუ ივლიან, კარგი დღე არ დაადგებათ

ძალიან ბევრი საკითხი იყო, რაზეც მსჯელობა შეიძლება, რომლის დეტალებშიც ჩასვლა შეიძლება იყოს საჭირო. ეს იყო დოკუმენტი, რომლის მიღებაც შეიძლებოდა. თუ ოპოზიცია ამ დოკუმენტს დაეთანხმება, აზრი ექნება მოლაპარაკებების გაგრძელებას და პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია სიტუაციის არევას ვერ მოახერხებს.

სოზარ სუბარის განცხადებთ, მმართველი პარტია პასუხისმგებლობას იღებს, რომ რასაც ხელი მოეწერება, შესრულდება.

„პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმაზე, რომ ოპოზიცია ძალით ვაიძულოთ დოკუმენტზე ხელმოწერასა და შესრულებაზე, ეს არ არის დემოკრატიული. ოპოზიციის შეფასებები პოლიტიკურად არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ დისკრიმინაციულია, თავიანთ გამონათქვამებს ვერ აკონტროლებენ. სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ და სხვაგან არიან. მზად ვართ, მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის, თუ ოდნავ კონსტრუქციას მაინც დავინახავთ. არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი განცხადებები პარტნიორების მიმართ, მომლაპარაკებლის და იმ ჯგუფების მიმართ, ვინც შეიძლება შეურაცხყოფად და დისკრიმინაციად აღიქვან ისეთი განცხადებები, როგორიც არის კოჭლი დოკუმენტი და ა.შ. ოპოზიციამ ის რეალობა უნდა მიიღოს, რაც პარტნიორებმა დააფიქსირეს, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, დარღვევებმა გავლენა ვერ მოახდინა შედეგზე. ეს უნდა გაითავისონ და მაშინ ექნება აზრი მოლაპარაკების გაგრძელებას. თუ ნინო ბურჯანაძის ჭკუაზე ივლიან, რომელმაც ვერ 0,8 პროცენტიც კი ვერ დააგროვა და თუ გიგა ბოკერიას ჭკუაზე, რომელმაც პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხა, მაშინ ამ ოპოზიციას კარგი დღე არ დაადგება“, – განაცხადა სუბარმა.