სოზარ სუბარი - ოპოზიცია „ენდიაის“ კვლევაზე თუ აპელირებს, მარტივი ალოკაციით, „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტზე მეტი აქვს და მაშინ, რაღა რიგგარეშე არჩევნებია
სოზარ სუბარი - ოპოზიცია „ენდიაის“ კვლევაზე თუ აპელირებს, მარტივი ალოკაციით, „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტზე მეტი აქვს და მაშინ, რაღა რიგგარეშე არჩევნებია

ოპოზიცია „ენდიაის“ კვლევაზე თუ აპელირებს, მარტივი ალოკაციით, „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტზე მეტი აქვს და მაშინ, რაღა რიგგარეშე არჩევნებია, გაცილებით მეტი ყოფილა ჩვენი ნდობა, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

თუმცა, სუბარის თქმით, კვლევას აბსოლუტურ ნდობას მხოლოდ მაშინ გამოუცხადებს, როცა ერთხელ მაინც კვლევის შედეგი არჩევნების შედეგებს დაემთხვევა.

„ამ ინსტიტუტის კვლევის შედეგი ერთხელ მაინც როცა დაახლოვდება იმ შედეგთან, რომელიც არჩევნების შემდეგ იდება, შემდეგ შემიძლია, უფრო სერიოზულად ვილაპარაკო, მაგრამ ახლაც რომ შევაფასოთ, „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ერთად აღებული მთელი დანარჩენი ოპოზიციის, რომელიც უფრო მეტ ნდობას უცხადებს. მარტივი ალოკაცია რომ გავაკეთოთ, გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ დაახლოებით 60-70 პროცენტს აიღებდა, ვიდრე ოპოზიცია ერთად აღებული. რამდენად რეალურია, ამაზე არ დავიწყებ მარჩიელობას და იმაზე ხელის გაშვერას, მათ ვინ ჰყავთ პარტნიორი საქართველოში და რამდენად სანდოა, ვინც კვლევას ატარებს, მაგრამ ეს არის ის, რაც მშრალი ნაშთი რჩება. რიგგარეშე არჩევნებისთვის მიზეზი უნდა არსებობდეს, თუ ეს მიზეზი არ არსებობს, რასაც თავად ამბობდნენ, გაყალბება, მაშინ არის დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიონ, თუ არადა, რიგგარეშე არჩევნები არ უნდა იყოს. თუ ამ კვლევაზე აკეთებენ აპელირებას, მარტივი ალოკაციით, „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტზე მეტი აქვს და მაშინ, რაღა რიგგარეშე არჩევნებია, გაცილებით მეტი ყოფილა ჩვენი ნდობა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ კვლევას აბსოლუტურ ნდობას გამოვუცხადებთ. ამ კვლევას აბსოლუტურ ნდობას მაშინ გამოვუცხადებ, როცა ერთხელ მაინც კვლევის შედეგი დაემთხვევა ჩატარებული არჩევნების შედეგებს“, – აღნიშნა სუბარმა.