სოზარ სუბარი - საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და რეჟიმის ყველა დამნაშავე პირმა აგოს პასუხი
სოზარ სუბარი - საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და რეჟიმის ყველა დამნაშავე პირმა აგოს პასუხი

„ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უნდა იყოს გამოძიებული და დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა დამნაშავე პირმა უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხდებოდა ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები.

„დღეს 7 ნოემბერია და არ შეიძლება, არ გავიხსენოთ დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის ხელლისუფლებას ჰქონდა ჩადენილი ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ, მასობრივი დარღვევები. როცა ყველა დანაშაულზე ვლაპარაკობთ, კიდევ ერთხელ უნდა მოვითხოვოთ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აგოს პასუხი. მათი თითოეული დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უნდა იყოს გამოძიებული და დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა დამნაშავე პირმა უნდა აგოს პასუხი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.