სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი წლის არჩევნებამდე მიაღწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურად ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც რამე შედეგის მიღწევა შეუძლიათ
სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი წლის არჩევნებამდე მიაღწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურად ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც რამე შედეგის მიღწევა შეუძლიათ

კარგი იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ დროებით მმართველობით ორგანოს თუ დაარქმევს სალიკვიდაციო კომისიას. შემდეგი კომისია იქნება უკვე ის, ვინც მოახდენს „ნაციონალური მოძრაობის“ გასვენების ორგანიზებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ კი მიაღწევს 2024 წლის არჩევნებამდე, მაგრამ ეს იქნება ბოლო არჩევნები, სადაც ისინი რაიმე შედეგს დადებენ.

„თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ითხოვს პარტიის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას და დროებითი მმართველობითი ორგანოს შექმნას. კარგი იქნება, ამ დროებით მმართველობით ორგანოს თუ დაარქმევენ სალიკვიდაციო კომისიას. შემდეგი კომისია იქნება უკვე ის, ვინც მოახდენს „ნაციონალური მოძრაობის“გასვენების ორგანიზებას. ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, მომავალი წლის არჩევნებამდე მიაღწევს, მაგრამ მისი შედეგი იქნება მკვეთრად გაუარესებული. ამაში დარწმუნებული ვარ და ამას ვნახავთ ყველა. ვფიქრობ იმასაც, რომ პოლიტიკურად ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც რამე შედეგის მიღწევა შეუძლიათ“, – განაცხადა სუბარმა.