სოზარ სუბარი - მოლაპარაკებების მაგიდა არ არის პარლამენტის შემოსასვლელ კარებთან შეურაცხყოფის მიყენება, დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ ოპოზიციისგან არის აბსოლუტური უპრინციპობა
სოზარ სუბარი - მოლაპარაკებების მაგიდა არ არის პარლამენტის შემოსასვლელ კარებთან შეურაცხყოფის მიყენება, დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ ოპოზიციისგან არის აბსოლუტური უპრინციპობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის, თუმცა ოპოზიციის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგმულა.

დეპუტატის შეფასებით, ოპოზიცია უპრინციპოდ იქცევა.

„მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ თვითონ მათი მხრიდან არის აბსოლუტური უპრინციპობა. ერთ დღეს, საღამოს ლაპარაკობენ მოლაპარაკებებზე და მეორე დღეს მოდიან და აწყობენ ობსტრუქციას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პარლამენტის შემოსასვლელს კეტავენ. ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ პარლამენტის წევრებს. ეს მოლაპარაკებების მეორე დღეს გაკეთეს. დღეს თქვეს, რომ დროებით უარს ვამბობთ და ხვალ სავარაუდოდ ისევ გააგრძელებენ. მოლაპარაკებების მაგიდა არ არის პარლამენტის შემოსასვლელ კარებთან შეურაცხყოფის მიყენება. თუ მოლაპარაკებებზე პროგრესი მიღწეული არ იქნება, ისიც ცნობილი იქნება, ვის გამო არ არის პროგრესი მიღწეული“, – განაცხადა სუბარმა.