სოზარ სუბარი – მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია ექნება ნათელაშვილს, მთავარია ის პოლიტიკური პარტიები, რომლებისგანაც გუშინ კონსტრუქციული განცხადებები მოვისმინეთ, დარჩნენ ამ კონსტრუქციულობაში
ოპოზიციური ლიდერებისგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ ბევრი მათგანი, მათ შორის როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილიც ცდილობდა, ჩაეშალა ყველანაირი მოლაპარაკება, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დატოვების საკითხს.
„მანამდე ამბობდნენ, რომ ასეთი იყო გიგა ბოკერიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“, მათ სურდათ ჩაეშალათ მოლაპარაკება და არავითარ შემთვევაში არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში. მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია ექნება ნათელაშვილს, მთავარია ის პოლიტიკური პარტიები, რომლებისგანაც გუშინ კონსტრუქციული განცხადებები მოვისმინეთ, დარჩნენ ამ კონსტრუქციულობაში“, – განაცხადა სუბარმა.
შალვა ნათელაშვილმა მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრა გუშინ პროტესტის ნიშნად დატოვა.