სოზარ სუბარი - ხულიგნობა და პოლიციელზე თავდასხმა არც ერთ ქვეყანაში არ არის დაცული, მათ შორის არც საქართველოში
სოზარ სუბარი - ხულიგნობა და პოლიციელზე თავდასხმა არც ერთ ქვეყანაში არ არის დაცული, მათ შორის არც საქართველოში

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ხულიგნობა და პოლიციელზე თავდასხმა არც ერთ ქვეყანაში არ არის დაცული, მათ შორის არც საქართველოში, –  ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა  განაცხადა.

მისივე თქმით, სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან შედარებით, მსუბუქია.

„პოლიციელისთვის თავში ჩარტყმა არ არის ხულიგნობა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე სხვა კანონი მოქმედებს. რაც ადმინისტრაციულია, მასზე ჯარიმები მოქმედებს და ჯარიმა ისეთი უნდა იყოს, რომ ადამიანს არ უნდოდეს კანონის დარღვევა.  კანონი უნდა იყოს უზენაესი. ახალი ცვლილებებიც კი გაცილებით რბილია, ვიდრე ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში. ექვსჯერ რბილია, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში იყო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.