სოზარ სუბარი - ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე არაერთი ფალსიფიცირებული ჩანაწერი დაამზადეს მაშინდელი რეჟიმის მონებმა, როგორც ჩანს, არც მომავალში დაიხევენ უკან მსგავსი სიბინძურის ტირაჟირებისგან
სოზარ სუბარი - ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე არაერთი ფალსიფიცირებული ჩანაწერი დაამზადეს მაშინდელი რეჟიმის მონებმა, როგორც ჩანს, არც მომავალში დაიხევენ უკან მსგავსი სიბინძურის ტირაჟირებისგან

სააკაშვილის შავი არქივი, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარი.

როგორც სუბარი წერს, „პარტიული ტელევიზიის მუშაკები უკრაინიდან მიღებული დავალებით და შემონახული სიყალბის ტირაჟირებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას“.

„მორიგი სიბინძურე გამოაგდეს პარტიული ტელევიზიის მუშაკებმა – უკრაინიდან მიღებული დავალებით და შემონახული სიყალბის ტირაჟირებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას. ეს და კიდევ არაერთი ფალსიფიცირებული ჩანაწერი ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე დაამზადეს მაშინდელი რეჟიმის მონებმა და როგორც ჩანს, არც მომავალში დაიხევენ უკან მსგავსი სიბინძურეების ტირაჟირებისგან. ჩვენ მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ სხვადასხვა შინაარსის ჩანაწერებს და ესეც ერთ-ერთი მათგანია. თუმცა, რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ტელევიზიისგან, რომელმაც ორი დღის წინ ადამიანს მათი პარტიის ოფისის დარბევა დააბრალა, რასაც მოხუცი ბებიის გარდაცვალება მოყვა.

დაბოლოს, რა გავიგეთ ამ ჩანაწერიდან?! კიდევ ერთხელ გავიგეთ, რაც მანამდეც ვიცოდით, ვინ იყო ფარული ჩანაწერების შემოქმედი და ვინ ფლობს ამ შავ არქივს“, – წერს სოზარ სუბარი.

სააკაშვილის შავი არქივი

მორიგი სიბინძურე გამოაგდეს პარტიული ტელევიზიის მუშაკებმა – უკრაინიდან მიღებული დავალებით და …

Posted by Sozar Subari on პარასკევი, 05 მარტი, 2021