სოზარ სუბარი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, შეაჩერებს თუ არა პროცესს, ჩვენ ამაში არ ჩავერევით

12:24, 25.05.2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, შეაჩერებს თუ არა საბჭოს წევრთა დანიშვნის პროცესს.

„ჩვენ, პოლიტიკოსები ვერ ჩავერევით, რას გადაწყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. გადადებენ პროცესს თუ არა, ეს არის მთლიანად მათი გადასაწყვეტი. ჩვენ ამაში ჩარევის უფლება არ გვაქვს და არც ჩავერევით იმიტომ რომ ეს იქნება დემოკრატიისთვის ხაზის გადასმა“, – განაცხადა სუბარმა.

მსგავსი