სოზარ სუბარი - სტრასბურგის მიერ საქმის შესწავლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, არანაირი წამებასთან მიმსგავსებული ქმედება არ ხორციელდება
სოზარ სუბარი - სტრასბურგის მიერ საქმის შესწავლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, არანაირი წამებასთან მიმსგავსებული ქმედება არ ხორციელდება

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მიხეილ საკაშვილის წამებაზე საუაბრი უკვე არასერიოზულია.

როგორც სუბარმა განაცხადა,ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის შესწავლა შეწყვიტა, ნიშნავს, რომ არანაირი საფრთხე მის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს არ ემუქრება.

„როცა ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილის წამებაზე, ეს უკვე ანეკდოტებისა და ხუმრობის სფეროში გადავიდა, რადგან გვახსოვს, თითქოს, მას როგორ აწამებდნენ რაღაც დასხივებით, ეზოში მანქანა იდგაო და ასხივებდნენ. ეს ერთდღიანი ხუმრობის თემად იქცა. თურმე, შემდეგ იყო როგორ ხდებოდა, მისი ფარმაკოლოგიურ წამება და ესეც მალე ყველას დაავიწყდა. მიხეილ სააკაშვილი მიუღებელ და არაადეკვატურ ტერმინს იყენებს, რომ მისი ინვალიდიზაცია ხდება. თქვენი კოლეგები ამბობენ, მალე სააკაშვილი ბუჩქად თუ მცენარედ იქცევაო. ეს ყველაფერი ანეკდოტების თემაში გადავიდა. ადამიანის მიმართ რომ იყოს მართლა ჯანმრთელობის საფრთხე და წამების რაიმე ნიშანი გამოვლენილიყო, მით უმეტეს, როცა საუბარია ყოფილ პრეზიდენტზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმის განხილვას არ შეწყვეტდა. პირიქით, მიანიჭებდა პრიორიტეტს და დიდი ხნის წინ მკაცრი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ. ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის შესწავლა შეწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ არანაირი საფრთხე მის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს არ ემუქრება და არანაირი წამებასთან მიმსგავსებული ქმედება არ ხორციელდება. თუ ადამიანი თვითდაზიანებას იყენებს, როგორც ამას ამბობს სამედიცინო კონსილიუმის წევრი წულაძე, ამაზე სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულება მიაქცევს შესაბამის ყურადღებას. მისი მონახულება იგეგმება, გაიგებთ, მალე ვინ მოინახულებს“, – განაცხადა სუბარმა.