სოზარ სუბარი - კახა კალაძე დამაჯერებლად მოიგებს პირველივე ტურში, 50 გახარია რომ შემოვიდეს მინდორზე, მაინც
სოზარ სუბარი - კახა კალაძე დამაჯერებლად მოიგებს პირველივე ტურში, 50 გახარია რომ შემოვიდეს მინდორზე, მაინც

გიორგი გახარია ორიოდე თვის წინ ამბობდა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად მონახავდა ბევრად უკეთეს კანდიდატს, ვიდრე თვითონ არის, მაგრამ ვერავინ დაითანხმა და იძულებული გახდა, თვითონ დამდგარიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, გიორგი გახარიას ამოცანაა, როგორმე გადაარჩინოს „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია, მიაღწიოს მეორე ტურს მელიასა და კალაძეს შორის.

თუმცა, სოზარ სუბარის განმარტებით, დარწმუნებულია, კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„გიორგი გახარია ორიოდე თვის წინ ამბობდა, რომ ის თბილისის მერობის კანდიდატად მონახავდა ბევრად უკეთეს კანდიდატს, ვიდრე თვითონ არის, მაგრამ ვერავინ მონახა, ვერ დაითანხმა ვერავინ და იძულებული გახდა, თვითონ დამდგარიყო. რატომ გახდა იძულებული, იმიტომ, რომ მას აქვს ის ამოცანა, რა ამოცანაც ჰქონდა, როცა პრემიერობიდან გადადგა – როგორმე გადაარჩინოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორმე გადაარჩინოს ნიკა მელია. ახლაც მისი ამოცანა არის, რომ როგორმე, თავისი მესამე ადგილზე გასვლით შექმნას საფუძველი, იქნებ მიაღწიოს მეორე ტურს მელიას და კალაძეს შორის. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური არ იქნება, რადგან კახა კალაძე დამაჯერებლად მოიგებს პირველივე ტურში, 50 გახარია რომ შემოვიდეს მინდორზე მაინც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.