სოზარ სუბარი -  დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი და კანონს ყველა დაემორჩილება
სოზარ სუბარი - დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი და კანონს ყველა დაემორჩილება

ბნელი ღამე და ქვეყნის დაქცევა იწყება მაშინ, როდესაც კანონი არ აღსრულდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრვალესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ძლიერია და კანონზე მაღლა ვერავინ დადგენა.

„სხვათა შორის ორ დღეში არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის დღე და სწორედ იმან განაპირობა დამოუკიდებლობის დაცემა, რომ აქ, შიგნით იყო ბოლშევიკური მეხუთე კოლონა, რომელიც არ ემორჩილებოდა კანონს და ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. ის დღე აღარ არის. საქართველოს სახელმწიფო ძლიერია და კანონი აღსრულდება, კანონს ყველა დაემორჩილება.

ქვეყანას აზიანებს, სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის, როდესაც ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონზე მაღლა დგანან, ეს არ მოხდება. 1921 წლის 25 თებერვალს ქვეყანა დაღუპა იმან, რომ საქართველოში იყო მეხუთე კოლონა, რომელიც კანონს არ ემორჩილებოდა, რომელიც ყოველდღე აწყობდა დესტრუქციას ქუჩაში, შემოვიდა გარედან წითელი არმია და ამან დაღუპა ქვეყანა. დღეს საქართველოს სახელმწიფო არის ძლიერი და იგივე ვერ განმეორდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.