სოზარ სუბარი - დარწმუნებული ვარ, 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, თუმცა 100%-ით არ ვარ დარწმუნებული, რომ სტატუსს მივიღებთ
სოზარ სუბარი - დარწმუნებული ვარ, 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, თუმცა 100%-ით არ ვარ დარწმუნებული, რომ სტატუსს მივიღებთ

დარწმუნებული ვარ, 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, თუმცა 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ სტატუსს მივიღებთ. პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრი რამ გადაწყდება. დიდი შანსია, რომ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო უარყოფითი პასუხი მივიღოთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საპარლამენტო გუნდის მუშაობა ამ საქმეში მთავარი არ არის.

„ამასწინათ ერთ-ერთ ძალიან რეიტინგულ დასავლურ გამოცემაში, „პოლიტიკოში“ დაიწერა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა დამთავრდეს ბალკანეთზე და არანაირი საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იქ აღარ მოიაზრება. მით უმეტეს, რომ საქართველო გეოგრაფიულადაც უფრო შორს არის, ვიდრე მოლდოვა. უკრაინას რაც შეეხება, გასაგებია, მის მიმართ სხვა განწყობაა ამ ომის გამო, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებითაც კი მისმა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მხარდამჭერმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ 2050 წელი არის ყველაზე ახლო თარიღი, როდესაც შესაძლებელი იქნება უკრაინის ხილვა ევროკავშირში მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას. ამისთვის ყველაზე ახლო თარიღად მან 2050 წელი დაასახელა. ოპოზიცია როდესაც ამბობს, რომ 12 რეკომენდაცია მხოლოდ ფორმალურად სრულდება, ფორმალურში რას გულისხმობენ, თავადაც არ იციან. საქმე ობიექტურ შეფასებაზე როდესაც მიდგება, ვხედავთ, რომ საქართველო არის ბევრად წინ, ვიდრე ჩვენი პარტნიორები, თუნდაც აღმოსავლეთიდან. დარწმუნებული ვარ, ეს რეკომენდაციები მთლიანად შესრულდება. როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. არ მინდა, ისე გაიგოთ ჩემი ნათქვამი, თითქოს იმედი საერთოდ არ არის. თუნდაც ორიოდე დღის წინ, როდესაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო დასავლეთის ქვეყნებში, პირდაპირ თქვა, ყველა ლიდერი, ვისაც ველაპარაკები, გამოხატავს მზადყოფნას დასახმარებლად და ამბობენ, რომ მათ რიგებში ჩვენი ხილვა სურთ, მათი კარი ღიაა ჩვენთვის. იმედები არსებობს, რაც იმ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია, რომელსაც, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო გუნდი და საგარეო საქმეთა სამინისტრო ეწევა.

მეორე მხრივ, ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, ჩაშალოს მთელი ეს პროცესი, თუმცა ამ შემთხვევაში საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაკლებადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ მუშაობს ხელისუფლება და როგორ მავნებლობს ოპოზიცია. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, რამდენადაა მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის, იმისათვის, რომ გადმოაბიჯოს შავ ზღვასა და თურქეთს, რომელიც 1999 წლიდან კანდიდატის სტატუსის მატარებელია და თქვას, რომ მზად არის საქართველოს ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.