სოზარ სუბარი - ვამბობთ, რომ ერთნაირი საჩივარი სხვადასხვა პირის მიერ იყო დაწერილი, რომ რაოდენობა გაზრდილიყო, არგუმენტის წარდგენა, სად არის სიმართლე, ძალიან მარტივად შეიძლება
სოზარ სუბარი - ვამბობთ, რომ ერთნაირი საჩივარი სხვადასხვა პირის მიერ იყო დაწერილი, რომ რაოდენობა გაზრდილიყო, არგუმენტის წარდგენა, სად არის სიმართლე, ძალიან მარტივად შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, კომისიას შეუძლია, ძალიან ბევრი საკითხი საზოგადოებისთვის საჯარო გახდეს.

„სხვათა შორის, კიდევ ერთი თემა, რასაც ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, არის ის, რომ არ მიიღეს სასამართლოებმა ძალიან ბევრი საჩივარი და კომისიებში არ მოხდა განხილვა. ყველა ამ საჩივრის გამოთხოვა შეიძლება და საზოგადოებას ვეტყვით პასუხს. ჩვენ ვამბობთ, რომ არ იყო უფლებამოსილი პირის მიერ შეტანილი ან ერთი და იგივე საჩივარი იყო ხუთი სხვადასხვა პირის მიერ დაწერილი, რომ რაოდენობა გაზრდილიყო. მართლა ასეა, თუ რეალურად რამე საფუძველი ჰქონდათ ამ საჩივრებს და არ იქნა მიღებული სასამართლოების მიერ. ამ არგუმენტის საზოგადოებისთვის წარდგენა, სად არის სიმართლე, ძალიან მარტივად შეიძლება. თუნდაც ესეც უნდა გააკეთოს ამ კომისიამ“, – აღნიშნა სუბარმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „კომისიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ წინ არის პროცედურები“.

„უნდა განისაზღვროს კვოტები, უნდა მოხდეს შემდეგ მისი დაკომპლექტება. შესაბამისად, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო წინ, სანამ რეგლამენტის თანახმად ეს კომისია შეიქმნება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს კონსულტაციებისთვის, რათა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ პასუხისმგებლიანად გადახედოს თავის გადაწყვეტილებას კომისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.