სოზარ სუბარი - ჩემი პირადი სურვილი იქნება, კახა კალაძე მერი იყოს, ის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერია
სოზარ სუბარი - ჩემი პირადი სურვილი იქნება, კახა კალაძე მერი იყოს, ის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერია

ჩემი პირადი სურვილი იქნება, კახა კალაძე მერი იყოს და ჩემი მხარდაჭერაც ექნება, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, კალაძე მმართველი გუნდის ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერია.

„კახა კალაძე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული, ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერია, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს. მას თბილისის განვითარების ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს. რაც შეეხება იმას, თვითმმართველობის არჩევნებზე ვინ იქნებიან კანდიდატები, კახა კალაძე თუ რომელიმე სხვა ადამიანი სხვა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში, ამას მოგვიანებით გეტყვით. ჩემი პირადი სურვილი იქნება, კახა კალაძე მერი იყოს და ბუნებრივია, ჩემი მხარდაჭერაც ექნება“, – განაცხადა სუბარმა.