სოზარ სუბარი - ბიძინა ივანიშვილის სოფელ ხიბულაში ჩასვლა ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს უკავშირდებოდა
სოზარ სუბარი - ბიძინა ივანიშვილის სოფელ ხიბულაში ჩასვლა ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს უკავშირდებოდა

ბიძინა ივანიშვილი თუ აქტიური არ იყო, ასეთი დღე ცხოვრებაში არ მახსოვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, ივანიშვილის სოფელ ძველ ხიბულაში ჩასვლა ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს უკავშირდებოდა.

„ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში ყოველთვის დადიოდა, თუმცა ახლა არის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღი. საქართველოს პირველ პრეზიდენტს 80 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით ბევრი ღონისძიება იგეგმება და ერთ-ერთი არის იმ ადგილებს აღდგენა, სადაც მან ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა.

ბიძინა ივანიშვილის ეს კონკრეტული გასვლა უკავშირდებოდა ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი და ის მივა ყველგან, სადაც საჭიროა მისი მისვლა“,- განაცხადა სუბარმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 30 მარტს ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ამასთან, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაშიც იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი