სოზარ სუბარი - ბევრი ოპოზიციონერი აცნობიერებს, რომ უნდა გათავისუფლდნენ საკუთარი არასწორი განცხადებებისა და ოპოზიციონერი ლიდერების ტყვეობიდან
სოზარ სუბარი - ბევრი ოპოზიციონერი აცნობიერებს, რომ უნდა გათავისუფლდნენ საკუთარი არასწორი განცხადებებისა და ოპოზიციონერი ლიდერების ტყვეობიდან

საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესი უფრო მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე პარტიული ან კერძო ინტერესები.

როგორც სუბარმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, ბევრი ოპოზიციონერი აცნობიერებს, რომ ოპოზიციონერი ლიდერებისა და საკუთარი არასწორი განცხადებების ტყვეობიდან უნდა გათავისუფლდნენ.

„საქართველო უნდა იდგეს უფრო მაღლა, ვიდრე რომელიმე პარტია და რომელიმე პირის კერძო ინტერესი. ვინც ამას ვერ შეძლებს, დარჩება ქუჩაში და იქნება დესტრუქციის რეჟიმში. რასაც ვუყურებ, ვხვდები, რომ ბევრი ოპოზიციონერი აცნობიერებს, რომ არ უნდა იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერების ტყვეობაში და უნდა გათავისუფლდნენ საკუთარი არასწორი განცხადებების ტყვეობიდან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს აღნიშნა, რომ „პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნასა და პარლამენტში მუშაობის დაწყებას“.