სოზარ სუბარი - არანაირი დაფინანსება არ ღირს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, თუ შეამცირებენ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, უკეთესია
სოზარ სუბარი - არანაირი დაფინანსება არ ღირს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, თუ შეამცირებენ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, უკეთესია

არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, თუ შეამცირებენ იმ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოში რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, საქართველო არის ძალიან ერთგული, სანდო და პრინციპული პარტნიორი.

„ჩვენ პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთოს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე მოხდეს. არანაირი საუბარი არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვაზე, თუმცა იყო დაფინანსების გარკვეული მოდელების გადახედვაზე. არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. თუ შეამცირებენ იმ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოში რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება საქართველოსთვის. თუ მსგავსი პროექტები არ დაფინანსდება მაშინ 10%-იანი ან 11%-იანი ზრდა კი არ გვექნება, გვექნება 15% და 20%-იანი ზრდა და ეს გაცილებით უკეთესი იქნება. თუ ამერიკის დახმარების ეს ნაწილი შემცირდება, 80 მილიონზე მეტზეა სუბარი და თუ არ დაიწყებენ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების  დატრენინგებას, ოპოზიციის წარმომადგენლების, როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია, მაშინ გაცილებით მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა საქართველოში. ეს ეკონომიკური ზრდა მოგვცემს საშუალებას, კი არ გავაორმაგოთ, არამედ გავაათმაგოთ მათ შორის თავდაცვის ბიუჯეტი. ამერიკის ბიუჯეტში სამწუხაროდ მხოლოდ მცირე ნაწილია თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, ვიდრე რევოლუციურ სცენარზე მოფიქრალი ენჯეოების დაფინანსებაზე. როცა საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოს მართლა არ აქვს არავისგან დასამადლებელი. ჩვენ ვართ ძალიან ერთგული, სანდო და პრინციპული პარტნიორები და ეს გამოჩნდა ყველა საერთაშორისო მისიაში. ჩვენ არ ვართ ისე, რომ ხელი გვაქვს გაშვერილი მხოლოდ დახმარებისთვის. ჩვენი ძალიან დიდი როლი შეგვაქვს, როგორც სანდო პარნიორებს ნატო-ს და ევროკავშირის მისიებში, ყველგან, სადაც მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა სუბარმა.

სენატრომა, ჯინ შაჰინმა განაცხადა: „იქნებ, ზოგიერთი დახმარება უნდა მივაბათ საქართველოს მხრიდან ქცევას“. მისივე თქმით, „იქნებ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით“.