სოზარ სუბარი - ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, განსაკუთრებით რუსეთში, კარგია, თუ ამ პოზიციას გააგრძელებენ
სოზარ სუბარი - ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, განსაკუთრებით რუსეთში, კარგია, თუ ამ პოზიციას გააგრძელებენ

ეს არის ჟურნალისტი, რომელიც რუს ჟურნალისტებს, რუს საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებს შორის პუტინის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგეა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, რუს ჟურნალისტთან მაქსიმ შევჩენკოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არის ადამიანი, რომელსაც თუ მოუსმენთ ყველა ბლოგში, ინტერვიუში მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი, რომ ცხინვალი და სოხუმი საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყოს, რომ 2008 წლის ომი იყო არამხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაული პუტინის მხრიდან, დანაშაული რუსეთის მხრიდან. მისი ბევრი შეხედულება შეიძლება პირადად ჩემთვის და ჩვენთვის მიუღებელი იყოს, როცა ის ლაპარაკობს ანტიდასავლურ რიტორიკაზე, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში მისი პოზიცია, ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებში, არის ძალიან მკაფიო, ცხადი და აშკარა. მისი ანტიპუტინური პოზიცია არის მკაფიო. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას განსაკუთრებით რუსეთში, სადაც ასეთი მხარდამჭერი ცოტა გვყავს, მე მგონი კარგია, თუ ამ პოზიციას გააგრძელებენ. როგორც მეუბნებიან ვადაგასული იყო ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის თაობაზე ხანდაზმულობის ვადა. როგორც ვიცი, აქ რამდენიმე წლის წინაც ყოფილა. თუ არ ვცდები, 2016 თუ 2015 წელს გაუკეთებია განმარტება“, – განაცხადა სუბარმა.