სონ ჰინ მინი „ტოტენჰემის“ ბომბარდირია
სონ ჰინ მინი „ტოტენჰემის“ ბომბარდირია

ინგლისური „ტოტენჰემის“ სამხრეთკორეელი ფორვარდი საკუთარი გუნდის ყველაზე ნაყოფიერი ფეხბურთელია.

ცოტა ხნის წინ, „ვესტ ჰემისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 2:3.

სონ ჰინ მინმა ამ შეხვედრაში ბურთი გაიტანა და ახლა „ტოტენჰემის“ ფეხბურთელთა რიგებში (2019 წელს) ყველაზე მეტი გოლის ავტორია.

სამხრეთკორეელმა ფეხბურთელმა წელს საკუთარ გუნდს 19 გოლი მოუტანა და ჰარი კეინს გაასწრო, რომელსაც 18 ბურთი აქვს გატანილი.

27 წლის სონ ჰინ მინი სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების კაპიტანია.

დატოვე კომენტარი