სონ ჰინ მინი პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა #1TVSPORT
სონ ჰინ მინი პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ სამხრეთკორეელი თავდამსხმელი ინგლისის ჩემპიონატში სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

გასულ თვეში სონ ჰინ მინმა „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

სამხრეთკორეელი თავდამსხმელი ლონდონური კლუბის რიგებს 2015 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში სონ ჰინ მინმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 36 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ექვსი ასისტი შეასრულა.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს სწორედ „ტოტენჰემი“ ლიდერობს.