სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირი, მოვსეს სააკიანი – ფაშინიანი ეკლესიასთან ემოციურ ომს აწარმოებს, შედეგი პროგნოზირებადია, შეტაკება სულიერი ცენტრის კართან, რაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული
ნიკოლ ფაშინიანი ეკლესიასთან ემოციურ ომს აწარმოებს, რომელიც მიმართულია მორწმუნე ხალხის ერთიანობის წინააღმდეგ და საბოლოო შედეგი პროგნოზირებადია: შეტაკება ჩვენი სულიერი ცენტრის კართან, რაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული, – ამის შესახებ სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირმა, მოვსეს სააკიანმა განაცხადა.
სომხეთის ეკლესიის წარმომადგენლის თქმით, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ცდილობს, წმინდა ეჩმიაძინი საჯარო დაპირისპირების პლატფორმად აქციოს, ასევე, სასულიერო პირების დისკრედიტაციას და საზოგადოების გახლეჩას, ეს ჩვეულებრივი უთანხმოება არ არის.
„ეს ნებისმიერ ფასად უნდა იქნეს აცილებული. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა გავჩუმდეთ? არა. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძლიერი და მტკიცე. დღეს ჩვენგან სულიერი წინააღმდეგობაა საჭირო. დღეს მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება: დავრჩეთ ჩვენს ადგილას და პოზიციებზე. არანაირი პანიკა, არანაირი ყვირილი, არანაირი შურისძიება. მხოლოდ სიმშვიდე, მტკიცე რწმენა და უპირობო ნდობა ღმერთის მიმართ. ყველას, ვისაც სწამს ღვთაებრივი განგებულების, არ შეუძლია, დუმდეს ტყუილისა და პროვოკაციის წინაშე. დავიცვათ სიწმინდე სიყვარულით, ეკლესია – მშვიდობით და ჩვენი ერთობა – ჭეშმარიტებით“, – განაცხადა მოვსეს სააკიანმა.