სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ჯანდაცვის მინისტრის გადაყენება მოითხოვა
სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ჯანდაცვის მინისტრის გადაყენება მოითხოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჯანდაცვის მინისტრის გადაყენება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიმართვა, რომელშიც ის არსენ ტოროსიანის გადაყენების წინადადებით გამოდის, სომხეთის პრეზიდენტის აპარატში უკვე მიიღეს.

არსენ ტოროსიანი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრად 2018 წლის 12 მაისს დაინიშნა. როგორც სომხური მედია იუწყება, მის ადგილზე განიხილება ანაიტ ავანესიანი, რომელიც მანამდე ტოროსიანის მოადგილე გახლდათ.