სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანის მისამართით ქოლგის სროლის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მცდელობის მუხლით დაიწყო

23:33, 10.04.2023

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს რეგიონში ვიზიტისას მოქალაქემ ქოლგა ესროლა, – ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

როგორც „ნიუს ამი“ წერს, ვაიოცძორის პროვინციაში სამუშაო ვიზიტისას, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში ფაშინიანის მიმართულებით 47 წლის ქალმა ქოლგა ისროლა.

პრემიერ-მინისტრის დაცვამ მოქალაქე დააკავა. დაიწყო გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიმართ ძალადობის მცდელობის ფაქტზე. ამ დროისთვის ქალი უკვე გათავისუფლებულია.

მსგავსი