სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

მანამდე პოლიციამ დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ აქციის დასაშლელად სპეციალური ღონისძიების გამოყენებას აპირებდნენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა და პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.