მედიის ინფორმაციით, ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 352 ადამიანი დააკავეს
მედიის ინფორმაციით, ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 352 ადამიანი დააკავეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე დღეს 352 ადამიანი დააკავეს. ერევნის პოლიციის ინფორმაციით, ყველა დემონსტრანტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სომხეთის დედაქალაქში მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები ერევნის სხვადასხვა რაიონში ქუჩებს კეტავენ. პოლიცია მოძრაობის აღდგენას ცდილობს.

სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები 2 მაისიდან მიმდინარეობს.

 

დატოვე კომენტარი