სომხური მედიის ცნობით, ვაშინგტონში ნიკოლ ფაშინიანის, დონალდ ტრამპისა და ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

10:08, 06.08.2025

ვაშინგტონში ნიკოლ ფაშინიანის, დონალდ ტრამპისა და ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში 7-8 აგვისტოს ჩავა.

ფაშინიანის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით ვაშინგტონში გაიმართება ნიკოლ ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანი სამმხრივ შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.

სომხური მედიის ცნობით, შეხვედრის მიზანია რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა.

მსგავსი