სომხური მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში გასულ დღე-ღამეში 316 დევნილი დაბრუნდა
სომხური მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში გასულ დღე-ღამეში 316 დევნილი დაბრუნდა

სომხეთიდან მთიან ყარაბაღში გასულ დღე-ღამეში 316 დევნილი დაბრუნდა. დევნილების დაბრუნების პროცესში რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ერევნიდან სტეპანაკერტის მიმართულებით დევნილები ავტობუსებით გადაიყვანეს. მედიის ცნობით, რუსული კონტინგენტი მგზავრობისას მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

რუსი სამხედროები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასთან დაკავშირებით 23 სადამკვირვებლო პუნქტზე მუდმივ კონტროლს ახორციელებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში ჯამში 42 000-ზე მეტი დევნილი დაბრუნდა. კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 9 ნოემბერს გაფორმდა.