სომხური მედია – საქართველო-სომხეთის საზღვარზე დეზერტირობაში ბრალდებული საქარველოს მოქალაქე დააკავეს

08:00, 21.04.2019

სომხური მედიის ცნობით, საქართველო-სომხეთის საზღვარზე დეზერტირობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც „ნიუს.ამ” იუწყება 41 წლის გოჩა მიქელაძე ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან პოლიციაში გადაიყვანეს.

სააგენტოს ცნობით, დაკავებულ პირზე საქართველოში, დეზერტირობის ბრალდებით ძებნა 2008 წლის ივლისიდან მიმდინარეობს.

მსგავსი