სომხური მედია - ნიკოლ ფაშინიანმა დაძაბულობის შემცირების მიზნით, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების გამართვის მზაობა გამოთქვა
სომხური მედია - ნიკოლ ფაშინიანმა დაძაბულობის შემცირების მიზნით, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების გამართვის მზაობა გამოთქვა

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც სომხური მედია წერს, ფაშინიანმა და მაკრონმა განიხილეს ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავება, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანული ჯარების მობილიზება და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული დაძაბულობა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება 2022 წლის 6 ოქტომბრის პრაღის და 2023 წლის 14 მაისის ბრიუსელის შეთანხმებებისადმი და ყველა საკითხის მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით გადაჭრისკენ მზადყოფნა.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვრების გასწვრივ დაძაბულობის შემცირება აუცილებელია და მზად არის, მხარი დაუჭიროს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.

ნიკოლ ფაშინიანმა დაძაბულობის შემცირების მიზნით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების გამართვის მზაობა გამოთქვა.