სომხური მედია - ერევანში ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს
სომხური მედია - ერევანში ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის დედაქალაქში აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი პოლიციელებმა აიყვანეს. მედიის ინფორმაციით, ერევანში, არცახის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა, სადაც მსვლელობის მონაწილეებს სამართალდამცველები გადაეღობნენ. დემონსტრანტებმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა სცადეს. მოხდა მცირე დაპირისპირებაც. სამართალდამცველებმა ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენეს. პოლიციამ დააკავა ასევე აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, დეპუტატი სასუნ მიქაელიანი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ერევნის რაიონ ერბუნიში მიემართებოდნენ, სადაც აქცია წინასწარ იყო დაგეგმილი. ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა სომხრეთის მოქალაქეებს, საყოველთაო დაუმორჩილობლობის აქციაში ჩაერთონ.

სომხეთის დედაქალაქში აქციების ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა სომეხ სამართალდამცველებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, სომხრეთის პრემიერ-მინისტრთან სერჟ სარგსიანთან დღევანდელ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ პრემიერი არადაეკვატურად იქცევა.

სომხეთის ოპოზიციის ლიდერის შეხვედრა ქვეყნის პრემიერთან დღეს გაიმართა. მოლპარაკებები მალევე უშედეგოდ დასრულდა, პრემიერმა შეხვედრა დატოვა. სარგსიანს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ხალხის ხელში გადავიდა და სომხეთის მთავრობა სიტუაციას ვერ აკონტროლებს.