სომხურ-ქართული პარლამენტთაშორისი ჯგუფის თავმჯდომარე ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
სომხურ-ქართული პარლამენტთაშორისი ჯგუფის თავმჯდომარე ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

სომხურ-ქართული პარლამენტთაშორისი მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარე ლენა ნაზარიანი რთულ მომენტში მხარდაჭერისთვის ქართველ ხალხს მადლობას უხდის.

ლენა ნაზარიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველმა და სომეხმა ხალხმა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი გამოწვევა გადალახა.

„როგორც სომხურ-ქართული პარლამენტთაშორისი მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარე, გამოვხატავ ჩემს მადლიერებას ჩემი კოლეგებისა და ქართველი ხალხის მიმართ ამ რთულ მომენტში მათი მხარდაჭერის გამო. ჩვენმა საყვარელმა ქართველმა და სომეხმა ხალხმა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი გამოწვევა გადალახა და მე დარწმუნებული ვარ ამ უხილავ მტერზე, კორონავირუსზე, გამარჯვებასაც ერთად ვიზეიმებთ“,- წერს ლენა ნაზარიანი.