სომხიშვილმა და ზაალიშვილმა ბუდაპეშტის მასტერსზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად რვა ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

შეჯიბრებაზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს მძიმეწონოსნებმა – გელა ზაალიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა. ზაალიშვილმა სამხრეთკორეელ მინჯონგ კიმს მოუგო, სომხიშვილმა კი თურქი კაირა ოზდემირი ვაზარით დაამარცხა.

ტურნირზე პირველივე წრეში წააგო 100 კგ-ში მოასპარეზე ონისე სანებლიძემ და მასტერსი უმედლოდ დაასრულა.

დღეს კიდევ ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ბრინჯაოს მედალია. ბუდაპეშტის მასტერსზე მხოლოდ რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე მყოფი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას.

6 აგვისტო:

მამაკაცები – 90 კგ, 100 კგ, +100კგ

ქალები – 78 კგ, +78 კგ.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.