სომხიშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია - სულამანიძე მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ცხრა ქართველი იასპარეზებს.
ტურნირზე გამომსვლელი მძიმეწონოსანი ქალი სოფიო სომხიშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს.
100კგ-ში პირველ ნომრად განთესილმა ილია სულმანიძემ კი რამდენიმე წამში იპონით სლოვაკი ვიქტორ ადამი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. დანარჩენი შვიდი ძიუდოისტი შეჯიბრზე ჯერ არ გამოსულა.