სომხეთში ყოფილი დეპუტატის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
სომეხი ექს-დეპუტატის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც სომხური მედია იუწყება, კარო კარაპეტიანის მკვლელობაში მთავრ ეჭვმიტანილად ასევე ყოფილი დეპუტატი არუთუნ კარაგეზიანი ითვლება. სწორედ მის სახელზე იყო რეგისტრირებული პისტოლეტი, რომლთაც კარაპეტიანი მოკლეს.
სამართალდამცველების ცნობით, არუთუნ კარაგეზიანი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
ორივე ექს- პარლამენტარი გაგიკ წარუკიანის პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ წევრია და მათ საერთო ბიზნესი ჰქონდათ.
გამოძიება ვარაუდობს, რომ სწორედ ბიზნესის წილების განაწილება გახდა რესტორანში გუშინ მომხდარი კონფლიქტის მთავრი მიზეზი.