სომხეთის რესპუბლიკაში კვირას ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შესაბამისად, 20 ივნისის 20:00 საათამდე, ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე, ქვეყანაში აკრძალულია ნებისმიერი სახის კამპანია იმ პოლიტიკურ ძალთა სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ, რომლებსაც რიგით მე-8 მოწვევის პარლამენტში სურთ მოხვედრა. აღნიშნულის დამრღვევებს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ.