სომხეთში თურქული წარმოების პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა 31 დეკემბრიდან შედის ძალაში
სომხეთში თურქული წარმოების პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა 31 დეკემბრიდან შედის ძალაში

სომხეთში 31 დეკემბრიდან ძალაში შედის თურქული წარმოების პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა.

როგორც სომხური სააგეტო „ნიუს ამი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის განცხადებაში.

შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ 2020 წლის 20 ოქტომბერს ექვსი თვის ვადით მიიღო. სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ცნობით, აკრძალვა არ შეეხება 31 დეკემბრამდე იმპორტირებულ პროდუქტს, რომელსაც 31 დეკემბრამდე გავლილი ექნება ყველა შესაბამისი საბაჟო პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვა შეეხება თურქული წარმომავლობის ყველა პროდუქტს ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტის შემთხვევაში, მათ შორის საქართველოდან.