საქართველოში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრა თბილისის დროით 21:04 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.