სომხეთში საქართველოს ელჩი - ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობის მთელი სპექტრი, მეტწილად ეკონომიკის სფეროში
სომხეთში საქართველოს ელჩი - ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობის მთელი სპექტრი, მეტწილად ეკონომიკის სფეროში

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გიორგი საგანელიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის დროს განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მთელი სპექტრი, მეტწილად ეკონომიკის სფეროში.

როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეები ასევე განიხილავენ რეგიონში შექმნილ ვითარებას და პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„სომხეთი ჩვენი ტრადიციული პარტნიორია. ამდენად, მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში. ვფიქრობ, განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობის მთელი სპექტრი, მეტწილად ეკონომიკის სფეროში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარება, თუმცა ბევრი სხვა თემა და საკითხიც განიხილება, განათლების, კულტურისა და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში. ვფიქრობ, მხარეები ასევე განიხილავენ ზოგადად რეგიონში შექმნილ ვითარებას და ასევე პანდემიიდან გამომდინარე პრობლემების აღმოფხვრის საკითხებზეც ისაუბრებენ“, – განუცხადა გიორგი საგანელიძემ ჟუნალისტებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. პირისპირ შეხვედრას გამართავენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. ერევანში ვიზიტის ფარგლებში გაკეთდება განცხადებები მედიისთვისაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალს.