სომხეთში საპროტესტო აქცია გამართა, დემონსტრანტები სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი მთავარი გზის გახსნას ითხოვდნენ
სომხეთში საპროტესტო აქცია გამართა, დემონსტრანტები სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი მთავარი გზის გახსნას ითხოვდნენ

სომხეთში რამდენიმე ათასმა ადამიანმა აზერბაიჯანის საზღვართან საპროტესტო აქცია გამართა, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. დემონსტრანტები სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი მთავარი გზის გახსნას ითხოვდნენ.

საპროტესტო აქცია კორნიძორში გაიმართა, რომელიც ლაჩინის დერეფნის საზღვარზე მდებარეობს. ლაჩინის დერეფანი სომხეთის მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, რომელზეც გასულ თვეში აზერბაიჯანმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოაწყო.

დემონსტრაციაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობდნენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ლაჩინის დერეფნის ბლოკადას უარყოფს და აცხადებს, რომ საგუშაგოს მოწყობა აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც სომხურმა მხარემ დერეფანი იარაღის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენა.