სომხეთში საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთი ბევრ საკითხში არ ეთანხმება ირანს, მაგრამ სომხეთთან დაკავშირებით არის ერთსულოვნება
სომხეთში საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთი ბევრ საკითხში არ ეთანხმება ირანს, მაგრამ სომხეთთან დაკავშირებით არის ერთსულოვნება

საფრანგეთი ბევრ საკითხში არ ეთანხმება ირანს, მაგრამ სომხეთთან დაკავშირებით არის ერთსულოვნება, – ამის შესახებ სომხეთში საფრანგეთის ელჩმა, ოლივიე დეკოტინიმ განაცხადა.

ფრანგი დიპლომატის თქმით, საფრანგეთი არ ფიქრობს გავლენის სფეროებზე, არამედ თითოეული სახელმწიფოს უფლებაზე, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

„რაც შეეხება აზერბაიჯანის შეშფოთებას, მათ შეუძლიათ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ თანამშრომლობის ტიპი, აღჭურვილობის ტიპები, რომლებსაც ჩვენ სომხეთს ვაწვდით, მიზნად ისახავს ქვეყნის დაცვას, ისინი მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა. სხვათა შორის, როცა ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვაზე, თუ არ არღვევთ სომხეთის საჰაერო სივრცეს, ვერასდროს შეხვდებით სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო თავდაცვას, ეს არის თავდაცვითი პოტენციალი. საუბარია სომხეთის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიისა და ხალხის დაცვაზე და თავიდანვე ცხადი იყო, რომ ყველაფერი, რასაც ვაწვდით – იარაღი, აღჭურვილობა, წვრთნა – სწორედ ამ მიზანს შეესაბამება“, – განაცხადა ოლივიე დეკოტინიმ.