სომხეთში დღეს ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ. კენჭისყრა პარლამენტში გაიმართება. თანამდებობაზე ფრაქცია „ელქის“ თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანია წარდგენილი.
ერთი კვირის წინ, სომხეთის მმართველმა პარტიამ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას მხარი არ დაუჭირა. ამას სომხეთში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მოჰყვა. მოგვიანებით, „რესპუბლიკურ პარტიაში“ პოზიცია შეცვალეს და განაცხადეს, რომ ოპოზიციონერის მთავრობის მეთაურად დანიშვნას მხარს დაუჭერენ.
ნიკოლ ფაშინიანის პრემიერად არჩევას სომხეთის 105-კაციან პარლამენტში 53 დეპუტატის ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ ფაშინიანი კვლავ არ აირჩიეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
დღეს სომხეთის პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრის პარალელურად, ერევნის რესპუბლიკის მოედანზე კვლავ მრავალრიცხოვანი მიტინგის ჩატარება იგეგმება.