სომხეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებს 25-მა ადამიანმა მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დაშავებულთა უმეტესობა სამედიცინო დახმარების შემდეგ უკვე ბინაზე გაეწერა. ჰოსპიტალიზებულია მხოლოდ ერთი ორსული ქალი.
13 თებერვალს 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრიც ერევნიდან რვა კილომეტრში იყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სომხეთის დედაქალაქში ბიძგების სიმძლავრე 5-6 ბალი იყო, სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია. დაზიანებულია რამდენიმე შენობა.