სომხეთში „კოვიდ-19“-ის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შვიდი ადამიანი კი გარდაიცვალა
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შვიდი ადამიანი კი გარდაიცვალა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი „სხვა მიზეზებით“.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 37 390 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 26 665 გამოჯანმრთელდა, ხოლო 711 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, 221-ს აღწევს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ.