სომხეთში „კოვიდ-19“-ის 1 277 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი

11:18, 03.12.2020

სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 277 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე ღამეში გარდაიცვალა 37 ადამიანი.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“ 138 508 ადამიანს დაუდასტურდა. დაიღუპა 2 254 კოვიდპაციენტი, 578 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი კი თანმხლები დაავადებები იყო.

ამჟამად სომხეთის საავადმყოფოებში მკურნალობას 22 448 ადამიანი განაგრძობს.

მსგავსი