სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 160 ათასს გადააჭარბა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 160 ათასს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 160 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 14 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში განიკურნა 740 ადამიანი.

საერთო ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ს 2 864 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 11 834 ადამიანი.

სომხეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 2021 წლის 11 იანვრამდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.