სომხეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაზარდა. როგორც სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ბოლო 24 საათში სომხეთში ვირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, სომხეთში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 111 ადამიანს.

797 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს, 297 ადამიანი გამოჯანმრთელდა.