სომხეთში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 70 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 70 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 77 შემთხვევა გამოვლინდა, 70 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით სამი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 778 ტესტი ჩატარდა.

22 ივნისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 224 330 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 216 182 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 502 ადამიანი გარდაიცვალა. 1096 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

დატოვე კომენტარი