სომხეთში კორონავირუსის 759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი
სომხეთში კორონავირუსის 759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 23 247 შემთხვევაა გამოვლენილი.
მკურნალობას აგრძელებს 10 557 ინფიცირებული.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაღუპულთა რაოდენობა 410-ს შეადგენს.