სომხეთში კორონავირუსის 702 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 702 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 702 ადამიანს დაუდასტურდა, 1 128 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 23 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 156 142 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 136 766 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 714 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 663 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.